საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 6 219 200 ლარი გამოუყო.
კერძოდ, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, „მესტიის მიმართულებით რეგულარული ავიარეისების შესრულების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ დაგეგმილი რეგულარული ავიარეისების საფასურის ნაწილის დასაფინანსებლად, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 719 200 ლარი გამოიყო.
ასევე, სსიპ - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საქართველოს შემოდგომისა და ზამთრის კომპლექსური მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების წარმოების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, 5 500 000 ლარი გამოიყო.

























