მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარკეტინგული ხარჯების სუბსიდირების პროგრამა - რა სარგებელს იღებს ბიზნესი?

ღვინის მეწარმეებისთვის საერთაშორისო ბაზარზე მარკეტინგული ხარჯების სუბსიდირების პროგრამაში ცვლილებებია. საექსპორტო ბაზრებზე ხარჯების სუბსიდირების პროგრამით თითოეულ ბენეფიციარზე კონკრეტულ საექსპორტო ბაზრებზე სახელმწიფოს მიერ გასაცემი ანაზღაურების მაქსიმალური მოცულობა განახევრდა და დღეისთვის 300 000 ლარს შეადგენს.

პროგრამაში კიდევ ერთი ცვლილება შეეხო მარკეტინგული ხარჯების გასაწევ რეგიონებს, რომლებიც აზიის, ევროპის და სხვა რეგიონების სახით ჩამოყალიბდა. პროგრამის ბიუჯეტი წინა წლების მსგავსად 2 მლნ ლარია, თითო ბენეფიციარზე გასაცემი თანხის განახევრებით კი, ღვინის ეროვნული სააგენტო პროგრამაში მეტი მეღვინის ჩართვას ელის. ამ დრომდე მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებით მხოლოდ 5-მა კომპანიამ ისარგებლა. სახელმწიფო თანადაფინანსების ჯამურმა მოცულობამ კი მხოლოდ 243 ათასი ლარი შეადგინა.

რა გზას გადის კომპანია სახელმწიფო თანადაფინანსების მისაღებად და რა გამოწვევებს აწყდებიან მეღვინეები საერთაშორისო ბაზრებზე ცნობადობის კუთხით?

სტუმარი: ირაკლი უგლავა - კომპანია „ასკანელის“ გენერალური დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები