მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების დიდი ნაწილი საკუთარ ქონებას ქველმოქმედებას ახმარს. MarketWatch-მა მსოფლიოში ყველაზე გულუხვი და ხელგაშლილი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა.
1. ბილ გეითსი - მაგნატმა, რომლის ქონებაც 84,2 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, თავის სიცოცხლეში ქველმოქმედებისთვის 27 მილიარდი დოლარი გამოყო.
2. უორენ ბაფეტი - მისი ქონება 54,6 მილიარდ დოლარს შეადგენს და ქველმოქმედებას მან 24,5 მილიარდი დაუთმო.
3. ჯორჯ სოროსი, რომლის ქონებაც 24,4 მილიარდ დოლარადაა შეფასებული სხვადასხვა საქველმოქმედო აქციაზე 8 მილიარდი დოლარი დახარჯა.
4. Wipro Limited-ის ხელმძღვანელი აზიმ პრემჟი, რომელიც 15,9 მილიარდი დოლარის მფლობელია 8 მილიარდი დოლარი ქველმოქმედება აქვს განხორციელებული.
5. ჩარლზ ფრენსის ფინი - ამერიკელ მილიარდერს, რომელიც 6,3 მილიარდი დოლარის მფლობელია ქველმოქმედებისთვის 1,5 მილიონი დოლარი აქვს გამოყოფილი.
6. არაბი მილიარდერი სულეიმან ბენ აბდულ აზიზ ალ რაჯი კი ქველმოქმედებაში 5,7 მილიარდი დოლარის ოდენობის დონაციით არის ცნობილი.
7. ამერიკელი გორდონ მური - მისი საქველმოქმედო ფონდის პრიორიტეტები ბუნების დაცვა და განათლების პროგრამების დაფინანსებაა. ბიზნესმენის ქონება 6,5 მილიარდი დოლარია, ქველმოქმედებაშიკი მას 5 მილიარდი აქვს დახარჯული.
8. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი, საკომუნიკაციო სფეროს ინდუსტრიული იმპერიის მფლობელ მექსიკელ კარლოს სლიმს, რომლის ქონებაც 27,3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ქველმოქმედებაში 4 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული.
9. ამერიკელ მაგნატს 7,3 მილიარდი დოლარის მფლობელ ელი ბროდს ქველმოქმედებაში 3,3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული.
10. ფონდის George Kaiser Family Foundation დამფუძნებელის ქონება 9,3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და მას ქველმოქმედებაზე 3,3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული.

























