მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარლონ ბრანდოს Rolex-ის მაჯის საათი 1.95 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა

5df0f34b7ebd7
ნათია თაქთაქიშვილი
11.12.19 18:45
1288
მარლონ ბრანდოს ნაქონი იშვიათი მოდელის Rolex-ის მაჯის საათი 1.95 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

ფართო ინტერესთა გამოხატვა დაფიქსირდა საათზე, რომლის უკანა მხარეს ბრანდოს ინიციალებია ამოტვიფრული. აღნიშნული ლოტი რეკორდულათ მცირე დროში - 15 წუთში გაიყიდა.

ბრანდომ ეს საათი 1995 წელს შვილს უსაჩუქრა. საათი პირველად მოხვდა აუქციონზე და როგორც ბრანდოს ქალიშვილმა აღნიშნა, საათის გაყიდვიდან მიღებული თანხა ქველმოქმედებაზე დაიხარჯება. შეგახსენებთ, რომ ბრანდოს ქალიშვილი და მისი მეუღლე აქტიურად არიან ჩართულები საქველმოქმედო ღონიშძიებებში, განსაკუთრებით კი, უპოვარ ბავშვებს ეხმარებიან.

Rolex-ის აღნიშნული მოდელი შექმნილია 1972 წელს უჟამგავი ფოლადით. ციფერბლატზე დატანილია მანათობელი მარკერები. საათი გაიყიდა სტატუსით „კარგად მოვლილ მდგომარეობაში“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები