მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარნეული-ალგეთის გზის 14-მილიონიანი ტენდერი ჩაიშალა - მიზეზები

გზა მაგისტრალი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული მარნეული-ალგეთის გზის დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერი ჩაიშალა. ტენდერში ერთადერთი პრეტედენტი კანადაში რეგისტრირებული კომპანია "ჯეო კონსტრაქშენს ენდ სისტემს ინკ"-ის საქართველოს ფილიალი იყო, რომელიც სახელმწიფოს ამ გზის მშენებლობას 11.7 მილიონ ლარად სთავაზობდა. სატენდერო კომისიის შეფასებით, ამ კომპანიამ ვერც მფლობელობის, ვერც გამოცდილებისა და ტექნიკური შესაძლებლობების დასაბუთება ვერ შეძლო, რის გამოც ტენდერი ჩაიშალა.

2024 წლის 24 ივლისს გამოცხადებული ტენდერის წინადადებების მიღება 26 სექტემბერს დაიწყო და 1 ოქტომბერს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 13,834,753 ლარს შეადგენდა.

მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის საავტომობილო გზა 15 კმ-ის სიგრძისაა და უკავშირდება როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი (ფონიჭალა)-მარნეული-გუგუთის (სომხეთის საზღვარი) გზას, ასევე თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) მაგისტრალს. აღნიშნული გზა გადის მარნეულის და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე.

პროექტის განმარტებითი ბარათისა მიხედვით, აღნიშნული გზის არსებული მდგომარეობა მძიმეა:

  • ასფალტის საფარი არის დაზიანებული;
  • სანიაღვრე სისტემები არ ფუნქციონირებს, რაც იწვევს გზის დამატებით დაზიანებას;
  • სატრანსპორტო მოძრაობა გაძნელებულია და წვიმიან ამინდში გარკვეულ მონაკვეთებზე გზა გაუვალი ხდება;
  • ავტობუსის გაჩერებები და ინფრასტრუქტურა არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტებს.

პრეტედენტის მიერ წარდგენილ წინადადებებაში გამოვლენილი ტექნიკური და ფინანსური პრობლემები:

ტენდერში ერთადერთი პრეტენდენტი იყო „ჯეო კონსტრაქშენ ენდ სისტემს ინკ.“-ის საქართველოს ფილიალი. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აღნიშნული კომპანიის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში მნიშვნელოვანი ხარვეზები აღმოაჩინა როგორც ტექნიკურ, ასევე ფინანსურ ნაწილში.

  • სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის თანახმად, კომპანიის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური და გამოცდილების დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა მოთხოვნებს და ვერ წარმოადგენდა საკმარის მტკიცებულებას, რომ პრეტენდენტს გააჩნდა კონტრაქტის შესრულებისთვის საჭირო შესაძლებლობები.
  • წარდგენილი მასალები არ შეესაბამებოდა სამართლებრივ მოთხოვნებს, რადგან საჭირო უნარებისა და სამუშაო გამოცდილების საბუთები არ იყო მკაფიოდ დასაბუთებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები