მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარნეული-სადახლოს გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა - პროექტის ღირებულება 8 მლნ ლარი

634f9b15abb8d
BM.GE
19.10.22 10:31
584
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მარნეული-სადახლოს გზაზე ჯამში, 28 კმ-მდე მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოებს ახორციელებს.

როგორც bm.ge-ს უწყებიდან აცნობეს, პერიოდული შეკეთების სამუშაოების ფარგლებში დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, განახლდა დაზიანებული საგზაო ნიშნები და განხორციელდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

სამუშაოები დასრულების ეტაპზეა და მისმა ღირებულებამ 8 მლნ. ლარი შეადგინა.

მარნეული-სადახლოს გზა სომხეთის რესპუბლიკის საზღვრამდე მიდის და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის და გზით მოსარგებლეებისთვის, ასევე სატრანზიტო მოძრაობისთვის.

აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის რეგიონში, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამ ეტაპზე 20-მდე პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება 130 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია-პერიოდული შეკეთების სამუშაოები და 5 ხიდის მშენებლობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები