მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარნეულის მზის სადგურის მშენებლობისთვის შესწავლა მოხდება - განკარგულება

მზის ელექტროსადგური

"ქართული ოცნების" მთავრობამ შპს რკ გლობალ მენეჯმენტთან „რკ მარნეულის მზის ელექტროსადგურის" შესახებ დასადები ხელშეკრულება მოიწონა.

როგორც 17 მარტის განკარგულებიდან ირკვევა, ხელშეკრულება დაიდება მზის სადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის შესწავლის, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ.

მთავრობის სახელით ხელშეკრულებას ხელს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი მოაწერს.

მეწარმეთა რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს რკ გლობალ მენეჯმენტი 2024 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის 50%-ს რამაზ თურმანიძე ფლობს, რომელიც ასევე დირექტორის პოზიციას იკავებს, 30%-ს ფლობს კობა ბადაგაძე, რომელიც ასევე დირექტორია, ხოლო 20%-ს - ლევან ბადაგაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები