მარნეულის საკრებულოს ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა 2024 წლის 01 ივლისიდან დაიწყება და 720 კალენდარული დღის განმავლობაში დამთავრდება - ამის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციაშია მითითებული.
შესყიდვის ჯამური ღირებულება 2.156 მლნ ლარია. შენობა 4 სართულს და სარდაფს უნდა მოიცავდეს.
ტექნიკურ ეკონომიკური მაჩვენებლები კი, შემდეგია:
- მიწის ნაკვეთის ფართობი: 392 მ2;
განაშენიანების ფართობი: 1735.5მ2;
საერთო ფართობი: 1355.1 მ2; - აქედან, საოფისე ფართობი, 882.2 მ2;
- საზაფხულო ფართობი 144.6 მ2;
- სარდაფის ფართობი 281.5 მ2;
- შენობის კონსტრუქციის სიმაღლე: 18.15მ;
ტენდერში შპს მშენ-სერვისმა გაიმარჯვა, რომლის წილის 100%-ს ლევან შარაშენიძე ფლობს, დირექტორი კი, რამაზ შარაშენიძეა.
აქამდე, კომპანიას საერთო ჯამში 7 მლნ ლარის 20 ტენდერი აქვს მოგებული.