მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარნეულის სოფელ კირიხლოში აგროქიმიკატები უკანონოდ იყიდებოდა | სეს-მა ობიექტს საქმიანობა შეუჩერა

პესტიციდები
31.07.26 14:09
115

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს.

სეს-ის ინფორმაციით, დადგინდა, რომ ინდივიდუალური მეწარმე მ. ფ. (მარნეული, სოფელი კირიხლო), პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა.

"გამოვლენილი დარღვევის გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო სავალდებულო აღიარების მიღებამდე ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა", - აცხადებენ სეს-ში.

უწყების ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტო, ფერმერთა ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი და უსაფრთხო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო კონტროლს აქტიურად აგრძელებს.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სპეციალიზებული სარეალიზაციო ობიექტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარების მიღება, რაც სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების ნორმების სრულ დაცვას ითვალისწინებს.

სააგენტო ბიზნესოპერატორებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით განახორციელონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები