მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარნეულში ახალი საგანმანათლებლო დაწესებულება აშენდება

5aa38bb3858a3
მარი როჭიკაშვილი
10.03.18 15:00
1212
მარნეულში 500 პირზე გათვლილი საგანმანათლებლო დაწესებულება აშენდება, სადაც მინიმუმ 1 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

როგორც Bm.ge-სთვის გახდა ცნობილი, მთავრობამ შპს “საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრს” მარნეულში 3 520კვ.მეტრი არასასოფლო მიწა და მასზე დამაგრებული შენობა პირდაპირი მიყიდვის წესით უკვე გადასცა. საპრივატიზაციო თანხამ კი ნახევარ მილიონი ლარი შეადგინა,

საპრივატიზაციო ხელშეკრულების მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულების მოწყობა 2 წელიწადში იგეგმება. კომპანია ვალდებულებას იღებს ამოქმედებიდან 20 წლის განმავლობაში პროფილი შეინარჩუნოს და 5 წლის ვადით, მინიმუმ 50 ადამიანი დაასაქმოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები