მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარნეულში გარკვეული პროდუქციის დეფიციტია - თენგიზ კალანდაძე

5ea68a4272ebf
ნინი ლონგურაშვილი
27.04.20 11:30
1436
"დღეს გარკვეული პროდუქციის დეფიციტია - კიტრის, კომბოსტოს და კარტოფილის ის მარაგები არ არის, რაც კომპანიებს სურთ რომ გამოიტანონ", - ამის შესახებ "საქმიანი დილის" ეთერში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა თენგიზ კალანდაძემ ისაუბრა.

ასევე, თენგიზ კალანდაძე ლოგისტიკურ პრობლემას შეეხო, რომელიც მარნეულიდან სურსათის გამოტანასთან არის დაკავშირებული.

"lockdown ჩვენ არ გამოგვიცხადებია არცერთ რეგიონში, ეს გაცილებით მძიმე შეზღუდვა გახლავთ, იქ არის კარანტინი გამოცხადებული. რაც შეეხება ლოგისტიკურ მიმართულებას, მარნეულში, იქ სადაც საკარანტინე ზონაა, პრობლემა შეიქმნა იმის გამო, რომ იქაურ მაცხოვრებლებს სასურსათო პროდუქცია გამოჰქონდათ ჩვეულებრივ რეჟიმში, რადგან იქ კარანტინია გამოცხადებული და იქიდან არ შეიძლება გამოვიდეს მომხმარებელი. ამან შექმნა ეს დროებითი პრობლემა, თუმცა თქვენ ნახეთ რომ ერთ დღეში მოგვარდა ეს პრობლემა. ჩვენ აქედანვე დავაკავშირეთ შემსყიდველი კომპანიები და დღეს მაგალითად გარკვეული პროდუქციის დეფიციტია, სხვა კომპანიებსაც უნდათ ყიდვა. კიტრის, კომბოსტოს და კარტოფილის ის მარაგები არ არის, რაც მათ სურთ რომ გამოიტანონ.

ასევე, ჩვენ ვმუშაობთ ყველა სხვა რეგიონში, სადაც არის უკვე მოსავალი, ეს არის მაგალითად ცაიში, სადაც პომიდვრის მოსავალს ველოდებით და აღრიცხული გვაქვს სრულად და მანქანებიც მზად არის, რომ ჩავიდნენ და წამოიღონ პროდუქცია. კახეთის რეგიონში წამოვა მალე ლაგოდეხის კიტრის და მარწყვის მოსავალი. ასე რომ ჩვენ მხოლოდ ორგანიზაციულ საკითხებში ვეხმარებით, რომ შემსყიდველი დავაკავშიროთ გამყიდველს. აქვე მინდა ვთქვა, რომ მარნეულში დღეს შედის 60-მდე სხვადასხვა მსხვილი და საშუალო სიდიდის მწარმოებელი, რომელსაც გამოაქვს პროდუქცია", - ამბობს თენგიზ კალანდაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები