მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2000-მდე გაიზარდა - ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

მიწისძვრა

მაროკოში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2000-მდე გაიზარდა, დაახლოებით იგივეა დაშავებულთა რაოდენობაც, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სულ მცირე 2,012 ადამიანი დაიღუპა და 2,059-ზე მეტი დაშავდა, მათგან 1 400-ზე მეტ ადამიანს სერიოზული დაზიანებები აქვს.

ყველაზე დიდი მსხვერპლი მარაქეშის სამხრეთით მდებარე პროვინციებში ფიქსირდება. მიწისქვეშა ბიძგების შიშით, ათასობით ოჯახი ღამეს ღია ცის ქვეშ, ქუჩებში ათენებს.

წუხელ, მაროკოს მეფემ მუჰამედ VI-მ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ყველა საჯარო შენობაზე დროშები დაშვებულია. მაროკოს მეფემ ასევე გასცა განკარგულება, გადარჩენილები თავშესაფრებით, საკვებითა და სხვა საჭირო დახმარებით უზრუნველყონ. შეიარაღებულ ძალებს კი სამაშველო ჯგუფებისთვის დახმარების გაწევა დაავალა.

6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაროკოში 8 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა. 20 წუთის შემდეგ მას განმეორებითი 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგი მოჰყვა. სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ მარაქეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები