მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Maroma Collection 2024 წელს იაპონიაში მუდმივ მაღაზიას გახსნის

 Maroma Collection

2024 წლის სექტემბრიდან ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდი Maroma Collection იაპონიაში, სავაჭრო ცენტრ SEIBU-ში მუდმივ მაღაზიას გახსნის, - ამის შესახებ ბრენდის დამფუძნებელმა, მადო რომანაძემ BMGTV-ის გადაცემა "ქალების ნარატივში" განაცხადა.

Maroma Collection-მა იაპონიაში, აღნიშნულ სავაჭრო ცენტრში პირველი საექსპორტო პროდუქტი უკვე გაგზავნა, რის შემდეგაც მათთან მუდმივი ხელშეკრულების გაფორმებაც მოახერხა.

"ჩვენ ვართ პირველი ქართული კომპანია, რომელმაც იაპონიაში, სავაჭრო ცენტრ SEIBU-სთან მუდმივი ხელშეკრულება გააფორმა, ჩვენი ბრენდი იქ გახსნის მუდმივ მაღაზიასაც, რომელიც იქნება როგორც ჩვენი ბრენდი Maroma Collection-ის და ასევე, გვაქვს ექსკლუზიური შესაძლებლობა, რომ ქართველი დიზაინერების ქოლგა გავაკეთოთ, რაც ძალიან მინდა, რომ შევასრულო.

მაისშია დაგეგმილი მომდევნო ექსპორტი, მაისის ექსპორტის შემდეგ კი, სექტემბრიდან ჩვენი მუდმივი მაღაზიაც გაიხსნება", - ამბობს მადო რომანაძე.

ბრენდის შექმნის დღიდან, მისი დამფუძნებლის და გუნდის მთავარი მიზანი საკუთარი ბრენდის გარდა სხვა ქართველი დიზაინერების პოპულარიზაციასაც ცდილობდა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა კონცეფცია "ჩაცმა", რომლის ფარგლებშიც 15-მდე ქართველი დიზაინერის პროდუქცია იყიდება, სწორედ ამის განხორციელებას ცდილობს Maroma Collection იაპონიაშიც.

"ეს მარტივი გზა არ იქნება, ბევრი ცვლილებები და სამუშაოებია ჩასატარებელი, რომ ამ კონკრეტულ წერტილამდე მივიდეთ, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება ძალიან დაეხმარება მათ და მზად ვარ, რომ ის ბრენდები, რომლებიც სწორად და ღირსეულად შეძლებენ ქართული პროდუქტის წარდგენას, SEIBU-ში წარვადგინო", - ყვება Maroma Collection-ის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, Maroma Collection 2018 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და ის 15 ადამიანს ასაქმებს. ბრენდი მომხმარებელს ფერად და მრავალფეროვან ტანისამოსს სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები