გასული 24 საათი ამერიკული საფონდო ბირჟებისთვის აღმასვლის ძლიერი ტენდენციით იყო გამორჩეული, აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის ინდექსი (S&P 500) ერთ დღეში 1.1%-ით გაიზარდა, Nasdaq-ის ღირებულებამ 2%-ით მოიმატა, Dow Jones-ის ღირებულება კი თითქმის 1%-ითაა გაზრდილი, რაც 24-საათიან ჭრილში ფასების მატების საკმაოდ მკვეთრი მაჩვენებელია.
მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ით ინფიცირებულთა შემთხვევების კლებისა და რეგულაციების შემსუბუქების ფონზე, ინვესტორებს აქვთ მოლოდინი, რომ ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გაიზრდება, რაც ტრანსპორტირებისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორებში წარმოდგენილი კომპანიების აქციებზე დადებითად აისახება.
გასულ 24 საათში Host Hotels & Resorts-ის აქციები 8.1%-ით გაიზარდა; Marriott-ის საბაზრო ღირებულება 7.5%-ითაა გაზრდილი; Hilton-ის აქციების ფასმა 6.3%-ით მოიმატა.
რაც შეეხება ავიაკომპანიებს: American Airlines (+10.6%); Southwest Airlines (+7.5%); Delta Air Lines (+6.2%); United Airlines (+5.6%). ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა საკრუიზო-ტურისტულ სექტორშიც, Norwegian Cruise-ის აქციები 6.2%-ით გაიზარდა, Carnaval Corp-ის საბაზრო ღირებულება კი 5.4%-ითაა გაზრდილი.
აქციების ფასები გაიზარდა ტექნოლოგიურ სექტორშიც, Splunk Tech (+8.6%); Zoom (+7.8%); Airbnb (+7.3%); CrowdStrike (+7.3%); Marvell Tech (+5.3%).
რაც შეეხება უმსხვილეს ამერიკულ კომპანიებს, Walmart-ის აქციები 2.6%-ითაა გაზრდილი, American Express-ის ღირებულებამ 2.3%-ით მოიმატა, Microsoft-ის ღირებულებამ თითქმის 2%-ით მოიმატა, გასულ 24 საათში 1.9%-ით მოიმატა Nike-ის აქციების ფასმა, მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიის Apple-ის საბაზრო ღირებულება კი 1.6%-ითაა გაზრდილი და ამჟამად ის 2.75 ტრილიონ დოლარს აღწევს.
საინვესტიციო შესაძლებლობა:
გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის აქციითა და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი.




























