საქართველოში მოქმედმა Marriott International-ის სასტუმროებმა მომხმარებელთა მადლიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში მასშტაბურ ერთობლივ ღონისძიებას უმასპინძლეს. ეს კვირა ბრენდის კორპორაციული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, როდესაც კომპანია ერთგულ სტუმრებსა და პარტნიორებს მრავალწლიანი ნდობისთვის მადლობას უხდის. წლევანდელი საღამოს მთავარი მხარდამჭერი „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ იყო - ორი გლობალური ბრენდის სტრატეგიული შეთანხმება ქართულ ბაზარზე უკვე ამოქმედდა.






























