მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მოწყობის სამუშაოები იწყება

5b570649ea7e3
BM.GE
24.07.18 14:43
568
მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მოწყობის სამუშაოები იწყება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნული გზაგამტარი ვაშლიჯვრის დასახლებაში მოძრაობას არსებითად განტვირთავს და საბურთალოსა და დიღომს შორის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას გაზრდის.

„ყველამ იცით, თუ რამდენად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ამ მონაკვეთზე გადაადგილება, განსაკუთრებით პიკის საათებში. პროექტის განხორციელებით, მოძრაობა სრულად განიტვირთება. გარდა ამისა, თავისუფლად შეძლებენ გადაადგილებას ნუცუბიძის პლატოებიდან ვაშლიჯვრის გავლით, დიღმის მიმართულებით და პირიქით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, გზაგამტარის სამშენებლო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება და ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება. აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 4,5 მილიონი ლარი დაიხარჯება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები