მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარშებში ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც ძალიან სწრაფად იცვლიან ტანსაცმელს - კალაძე

კახა კალაძე

მარშებში ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც ძალიან სწრაფად იცვლიან ტანსაცმელს - ვფიქრობ, ამ ყველაფერში კარგად არიან ნავარჯიშები, რადგან მარტივი არ არის ერთი საათის განმავლობაში ერთ, მეორე და მესამე აქციაზე მიხვიდე! საინტერესო პროცესებია! - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განუცხადა.

კალაძემ აქვე აღნიშნა, რომ პოზიციების მშვიდობიან ფორმაში გამოხატვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

“რაც შეეხება საფრთხეებს, წინა წლებიც რომ გავიხსენოთ, რევოლუციის მოწყობის რამდენი მცდელობა იყო. ხან ჟურნალისტები გვიწყობდნენ რევოლუციას, ხან არასამთავრობოები, ე.წ. რადიკალური დაჯგუფებები. ახლა უკვე ყველაფერი გააერთიანეს. ისინი არჩევნებში დამარცხდნენ და ძალიან მწარედ მიიღეს, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ მათ უთხრა - არა, რადგან ქვეყანაში ბოროტება, უსამართლობა, სისხლისღვრა არასდროს დაბრუნდება და წარსულში დარჩება. ამაზე გაბოროტებულებმა ყველა რესურსი გამოიყენეს, მათ შორის, საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანებიც კი ჩართეს, მაგრამ ქვეყანაში „ნაცმაიდანი“ არ შედგა, სახელმწიფო გადატრიალების, სისხლისღვრის და დაპირისპირების მოწყობის შესაძლებლობას არავის მივცემთ.

გადახედეთ წინა წლებში რამდენჯერ იყო რევოლუციის მოწყობის მცდელობა, მაგრამ ახლა ყველა ძალა გააერთიანეს და ვნახეთ, რაც ხდებოდა რუსთაველის გამზირზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები