მარში "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" დაიწყო. მსვლელობის მონაწილეები ოთხ სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბნენ და დანიშნულების წერტილი თავისუფლების მოედანია.
საქართველო ირჩევს ევროკავშირს! - თბილისში მასშტაბური მარში რამდენიმე ადგილიდან დაიძრა.
ადგილი, სადაც მარშის მონაწილეები შეიკრიბნენ, შემდეგია: რესპუბლიკის მოედანი; გმირთა მოედანი – 300 არაგველის მოედანი; მარჯანიშვილის მოედანი.
მარშის მონაწილეები 19:00 საათზე საათისთვის თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან, სადაც კონცერტია დაგეგმილი. მარშის მონაწილეების თქმით, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მარშის ჩატარების მიზანი საქართველოს ევროპული არჩევანის კიდევ ერთხელ დაფიქსირებაა.
Facebook-ზე მარშის ღონისძიების ორგანიზატორებად 11 ორგანიზაციაა მონიშნული, მათ შორის: IDFI, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, საფარი და სხვ.