მარში „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს. მარშის მონაწილეები სხვადასხვა ადგილიდან თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ევოკავშირის მხარდამჭერი ლოზუნგები და პლაკატები აქვთ.
ადგილი, სადაც მარშის მონაწილეები შეიკრიბნენ, შემდეგია: რესპუბლიკის მოედანი; გმირთა მოედანი – 300 არაგველის მოედანი; მარჯანიშვილის მოედანი.
თავისუფლების მოედანზე დაგეგმილია კონცერტიც, რომელში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები: ჯგუფი „ყველა“, LOUDSPEAKERS, ნიაზ დიასამიძე, „გამოუვალი მდგომარეობა“, ბექა გოჩიაშვილი და თემურიკო დიასამიძე, ნინო ქათამაძე, ჯგუფი „ინსაითი“ და ნიკოლოზ რაჭველი. კონცერტი თავისუფლების მოედანზე, 19:00 საათზე დაიწყება.