მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარში უსამართლობის გამო დავიწყეთ - პრიგოჟინი

6499bb17c2a57
ალა ისპირიანი
26.06.23 19:25
1072
მარში უსამართლობის გამო დავიწყეთ. არ წავსულვართ ქვეყანაში ხელისუფლების დასამხობად, – ამის შესახებ „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა ვიდეომიმართვისას განაცხადა. აუდიოჩანაწერს პრიგოჟინის პრესსამსახური ტელეგრამარხზე ავრცელებს.

პრიგოჟინის თქმით, მათ აჩვენეთ მასტერკლასი, როგორ უნდა დაწყებულიყო 2022 წლის 24 თებერვლის ოპერაცია.

„მარში დავიწყეთ უსამართლობის გამო. გზაში არცერთი სამხედრო არ დაღუპულა. სულ რაღაც 200 კილომეტრი გვაკლდა მოსკოვში შესვლამდე. მთლიანად ავიღეთ ქალაქი როსტოვი. არ გვქონია ხელისუფლების დამხობის მიზანი. გავჩერდით, რომ რუსული სისხლი არ დაგვეღვარა.

ვაჩვენეთ მასტერკლასი, როგორ უნდა დაწყებულიყო 2022 წლის 24 თებერვლის ოპერაცია, თუ ამ მოქმედებებს შეასრულებდნენ „ვაგნერის“ დონის სამხედროები. მაშინ ოპერაცია სულ რამდენიმე დღეს გაგრძელდებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები