მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მართე ანგარიშები და ხელმოწერები საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკით - ინტერვიუ თამარ სისაურთან

საქართველოს ბანკი
12.07.24 15:04
872
სტატიაში საუბარია:

თანამედროვე ბიზნესს დღეს, ცხოვრების აჩქარებულ ტემპებში, განსაკუთრებით სჭირდება უახლესი ტექნოლოგიები, რომლებიც რუტინულ საქმიანობებს თავიდან აარიდებს და დაეხმარება, რესურსები ზრდისა და განვითარებისკენ მიმართოს. სწორედ ამ საჭიროებებზე საპასუხოდ, უკვე მეოთხე წელია, საქართველოს ბანკი ბიზნეს მობილბანკს ავითარებს. აპლიკაციის მეშვეობით კი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ფინანსური ანგარიშები და დოკუმენტები დისტანციურად, ციფრულად მართონ.

თამარ სისაური, საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების ოუნერი, გვიამბობს, თუ როგორ შეგიძლია მართო ბიზნესი საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკით.

- მოგვიყევით საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში ხელმოწერების და ანგარიშების მართვის ფუნქციონალებზე, როგორც ბიზნესებისთვის საჭირო ინსტრუმენტების მნიშვნელობაზე და მათ სპეციფიკაზე:

საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში ხელმოწერების, ანგარიშების და ბარათების მართვის ფუნქციონალები მომხმარებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ინსტრუმენტებია, რომელთა საშუალებითაც ფინანსების მარტივად და სწრაფად მართვაა შესაძლებელი.

ბარათების მოდულის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ, როგორც პლასტიკური, ისე ციფრული ბიზნეს ბარათები პირდაპირ, აპლიკაციიდან შეუკვეთონ და მიიღონ. გარდა ამისა, აპლიკაციაში ხელმისაწვდომია ისეთი ფუნქციონალები, როგორებიცაა, მაგალითად, პინ კოდის მართვა, ბარათის ციფრულ საფულეებში დამატება, მონაცემების ნახვა, დაბლოკვა ან განბლოკვა.

ანგარიშების შემთხვევაში, ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ, მობილბანკიდან სასურველ ვალუტაში გახსნან ანგარიში, ამოიღონ ამონაწერი და გაეცნონ ანგარიშთან დაკავშირებულ ყველა სასურველ ინფორმაციას.

რაც შეეხება ხელმოწერების მოდულს, ეს ფუნქციონალი ბიზნესის ყოველდღიური ოპერაციების გასამარტივებლად შეუცვლელია, რადგან კომპანიები მხოლოდ აპლიკაციის გამოყენებით ნებისმიერ ოპერაციას, ნებისმიერი ადგილიდან მარტივად და სწრაფად ადასტურებენ.

- როგორ და რატომ გაჩნდა ეს ფუნქციონალები მობილბანკში? რა პროცესები გაიარეთ მასზე მუშაობისას?

ჩვენ გამუდმებით ვფიქრობთ იმაზე, თუ რა ფუნქციონალები იქნება საინტერესო ჩვენი მომხმარებლებისთვის, სწორედ მათ საჭიროებებზე საპასუხოდ გადავწყვიტეთ ამ მოდულების დამატება აპლიკაციაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესებს ჰქონდეთ უფრო ეფექტური და მოქნილი ინსტრუმენტები როგორც ფინანსური, ისე სხვა ოპერაციების განსახორციელებლად. ამიტომაც მომხმარებლების მოთხოვნებისა და საჭიროებების ანალიზი ჩავატარეთ, ანალიზის საფუძველზე კი ეს მოდულები შევქმენით.

სამუშაო პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ის, რომ ერთი შეხედვით რთული პროცესები ვიზუალურად მაქსიმალურად მარტივად წარმოგვეჩინა, რაც ვთვლი, რომ წარმატებით გამოგვივიდა. თუმცა, სამუშაო პროცესი აქ არ სრულდება, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მომხმარებლების უკუკავშირის შეგროვებას და ამის მიხედვით ბიზნეს მობილბანკის ფუნქციონალებს მუდმივ რეჟიმში ვაუმჯობესებთ.

- რა არის ძირითადი უპირატესობები, რომლებიც ამ ინსტრუმენტებს ახასიათებს, რამდენად ამარტივებს ბიზნესის მართვას?

ამ ინსტრუმენტებს ახასიათებს მოქნილობა, სიმარტივე და ეფექტურობა. თითოეული ფუნქციონალი ამარტივებს ბიზნესის მართვას და მინიმუმამდე დაჰყავს ფილიალში ვიზიტის საჭიროება, ხოლო ხელმოწერების მოდულის შემთხვევაში, დამატებით, ბიზნესის ყოველდღიურობასთან დაკავშირებულ პროცესებსაც ამარტივებს.

წარმოიდგინეთ, რომ სადმე შვებულებაში ყოფნისასაც კი შეგიძლიათ ბიზნესის მართვა ისე, რომ არ გჭირდებათ ოფისში მისვლა, ზედმეტი მიმოწერა ან სატელეფონო ზარების განხორციელება. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ბიზნესი თქვენთან ერთად მოძრაობს. თქვენი მოქნილობა და ეფექტურობა კი იზრდება.

- როგორია თქვენი გუნდის როლი აპლიკაციის განვითარებაში და კონკრეტულად ამ ფუნქციონალების შექმნაში/დახვეწაში?

მომხმარებლების მოთხოვნებსა და საჭიროებების შესწავლის შემდეგ, დიზაინზე მუშაობას ვიწყებთ, რომელიც ინტენსიურად იტესტება პოტენციურ მომხმარებლებზე და დეველოპმენტი მხოლოდ მას შემდეგ იწყება, როცა ვრწმუნდებით, რომ პროდუქტი მათთვის მისაღები, სასარგებლო, ინტუიციური და გამართულია.

ამ პროცესებში გუნდის თითოეული წევრი უნიკალური გამოცდილებითა და ხედვითაა ჩართული და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ყოველი ჩვენი ნაბიჯი მომხმარებლის კმაყოფილებისკენ არის მიმართული. სწორედ ეს არის ჩვენი გუნდის მთავარი სტიმული.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ არ ვჩერდებით. „არ გაჩერდე“ ჩემთვის ნიშნავს მუდმივად ინოვაციებისკენ სვლას და ცვლილებების მიმართ ადაპტაციას. ეს სლოგანი პროდუქტზე მუშაობისასაც უმნიშვნელოვანესია, რადგან ჩვენი მომხმარებლები არ ჩერდებიან, ყოველთვის ჩნდება ახალი საჭიროებები და ამ ყველაფერს ჩვენც ფეხი უნდა ავუწყოთ, ვიყოთ ერთი ნაბიჯით წინ. ეს დიდ გამოწვევასთან ერთად, მოტივაციასაც გვაძლევს, რომ ყოველდღე უკეთესები გავხდეთ და პროდუქტის სრულყოფისკენ ვისწრაფოდეთ.

თუ გსურს, მართო ბიზნესი დისტანციურად, გაიგე მეტი ბიზნეს მობილბანკზე და გადმოწერე აპლიკაცია ამ ბმულიდან. ხოლო თუ ჯერ არ ხარ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენი ანგარიში მარტივად ონლაინ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები