მარტიდან 2024 წლის აგვისტოს ჩათვლით jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 6.4%-ით გაიზარდა.
PMCG-ის დასაქმების თრექერის მიხედვით, ამ პერიოდში ვებგვერდზე ჯამში 46,887 ვაკანსია გამოქვეყნდა.
მხოლოდ აგვისტოში კი გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა წლიურად 13.1%-ით 7,445-მდე შემცირდა.
მარტიდან აგვისტოს ჩათვლით Jobs.ge-ზე ყველაზე მეტი ვაკანსია გაყიდვებსა და შესყიდვების კატეგორიაში დაიდო, რასაც ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის, ფინანსების და სტატისტიკის კატეგორია და ლოგისტიკა, ტრანსპორტი და დისტრიბუცია მოსდევს.
2024 წლის მარტიდან 2024 წლის აგვისტოს ჩათვლით Jobs.ge-ზე:
- გაყიდვების და შესყიდვების კატეგორიაში 11 171 ვაკანსია დაიდო
- ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა წლიურად 4.7%-ით 10,821-მდე გაიზარდა;
- ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში 8,274 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8%-ით მეტია;
- ლოგისტიკა, ტრანსპორტი, დისტრიბუციის კატეგორიაში 7,762 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.3%-ით მეტია;
- IT და პროგრამირების კატეგორიაში მხოლოდ 1582 ვაკანსია გამოქვეყნდა;
სხვა კატეგორიებში ერთად კი 18 068 ვაკანსია იყო გამოქვეყნებული.
დასაქმების თრექერის მიხედვით, 2024 წლის მარტიდან 2024 წლის აგვისტოს ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიური ზრდა შენელდა. ამ პერიოდში დასაქმების პორტალზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიურმა ზრდამ 6.9% შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.2 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.