მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მარტო სახელფასო ნაწილში 100 მილიონ ლარზე მეტი დავზოგეთ"

5b3f4ad8bb621
ანუკა ჯოხაძე
06.07.18 14:55
453
"ჩვენ მარტო სახელფასო ნაწილში წინა ოპტიმიზაციის დროს გვქონდა დანაზოგი 100 მილიონ ლარზე მეტი”-აცხადებს მამუკა ბახტაძე მთავრობის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხად.

"ჩვენ მარტო სახელფასო ნაწილში გვქონდა დანაზოგი 100 მილიონ ლარზე მეტი და ბიუჯეტში, რომელიც შარშან პარლამენტში წარვადგინეთ ეს ნათლად ვაჩვენეთ. ბიუჯეტით, რომელიც 2017 წლის ბოლოს დავამტკიცეთ და პარლამენტშიც გვქონდა ამაზე საუბარი, ამ კითხვებს კონკრეტულად ვუპასუხეთ", - ამბობს პრემიერი.

შეგახსენებთ, რომ ოპტიმიზაციის შედეგად კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო შუერთდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელსაც გასულ წელს სპორტის სამინისტროც შეუერთდა. სასჯელაღსრულების სამინისტრო კი იუსტიციის სამინისტროს შეუერთდა.გაუქმდა ოკუპირებული ტერიტორებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, მისი ფუნქციები კი სამ სამინისტროზე, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის და შინაგან საქმეთა სამინისტროებში განაწილდა. ამასთან, სივრცითი მოწყობის კომპონენტი ეკონომიკის სამინისტროდან ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავიდა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები