უძრავი ქონების სააგენტოს, Colliers-ის Recov პორტალის თანახმად, 2026 წლის მარტში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მარტთან შედარებით 10.9%-ით გაიზარდა და 1,227 ერთეული შეადგინა. ამასთან, რეალიზებული ბინების და სახლების ჯამური ღირებულება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33.4%-ით, 81 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
ბათუმში 2026 წლის მარტში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 9%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,302 აშშ დოლარი შეადგინა. პირველად ბაზარზე მაჩვენებელი 8.6%-ით გაიზარდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 7.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
რაც შეეხება იპოთეკურ დაკრედიტებას, ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის მარტში აჭარაში არსებულ უძრავ ქონებაზე სულ 52.1 მილიონი ლარის ღირებულების 595 ერთეული იპოთეკური სესხი გაიცა. რაოდენობრივად დაკრედიტება 21.7%-ით, ღირებულების მიხედვით კი 16.7%-ით არის გაზრდილი.




























