მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარტში jobs.ge-ზე ვაკანსიების რაოდენობა 6 787-მდე გაიზარდა - რომელ სექტორში იყო მატება/კლება?

jobs.ge

2026 წლის მარტში jobs.ge-ზე 6,787 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2026 წლის თებერვალთან შედარებით 6.3%-ით, ხოლო 2025 წლის მარტთან შედარებით 10.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

PMC კვლევითი ცენტრის გამოქვეყნებული დასაქმების თრექერის მიხედვით, თვიურ ჭრილში, ყველაზე დიდი ზრდა გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში დაფიქსირდა (+10.3%), ხოლო ყველაზე დიდი კლება ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში (-22.3%) დაფიქსირდა.

წლიურ ჭრილში, ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში (+17.9%), ხოლო ყველაზე დიდი კლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და პროგრამირებაში (-12.7%).

2026 წლის იანვრიდან 2026 წლის მარტის ჩათვლით jobs.ge-ზე გამოქვეყნდა 19,583 ვაკანსია, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აღნიშნულ პერიოდში ვაკანსიების რაოდენობის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიამ შეიტანა.

ამ პერიოდში:

  • გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში 5,072 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5%-ით მეტია.
  • ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში 4,259 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8%-ით მეტია.
  • ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიაში 4,425 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9%-ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები