მიმდინარე წლის მარტში, რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურად 38%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი 30 ლარს გაუტოლდა.
"თიბისი კაპიტალის" მომხმარებელთა უნაღდო დანახარჯების დინამიკის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში რეზიდენტების წილი რესტორნებში ჯამურ უნაღდო დანახარჯებში 78%-მდე გაიზარდა, ხოლო არარეზიდენტებმა დარჩენილი - 22% დაიკავეს.
ამასთან, რესტორნებში რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურად 44%-ით გაიზარდა და საშუალოდ 25 ლარს გაუტოლდა. არარეზიდენტების საშუალო ხარჯვა კი თითქმის 4-ჯერ აღემატება რეზიდენტების მაჩვენებელს.
„არარეზიდენტი მომხმარებლის უნაღდო დანახარჯები რესტორნებში, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 22%-ით გაიზარდა. საშუალო დანახარჯი კი 93 ლარს გაუტოლდა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.




























