მარტში 2017 წლის თებერვალთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1,4 პროცენტით შემცირდა, ხოლო 2016 წლის მარტთან შედარებით ინდექსი გაზრდილია 9,1 პროცენტით. 2017 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ფასები შემცირდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 1,3 პროცენტით, რაც ინდექსის მთლიან მაჩვენებელში -1,03 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასების კლება დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (-1,5 პროცენტი) და ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (-1,0 პროცენტი). სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: ფასები შემცირდა 4,5 პროცენტით, რამაც -0,21 პროცენტული პუნქტი შეიტანა ინდექსის ცვლილებაში.
12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
• გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 8,6 პროცენტით და შესაბამისმა წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 7,10 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (38,4 პროცენტი), ასევე კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (7,8 პროცენტი). ფასები ტექსტილსა და საფეიქრო ნაწარმზე შემცირდა 23,1 პროცენტით;
• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაიზარდა 10,6 პროცენტით, რამაც 1,49 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში;
• სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: ფასები გაიზარდა 12,6 პროცენტით, რაც 0,50 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე.

























