მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა - რომელ დარგებშია ზრდა/კლება

მარტში საქართველოს ეკონომიკური ზრდა დაჩქარდა. საქსტატის მონაცემებით, გასულ თვეს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, პირველ კვარტალში კი ზრდამ 9.1%-ი შეადგინა. საქსტატის თანახმად, მარტში საქართველოს კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 15.6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 13.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ეკონომიკური ზრდა შეეხო ფაქტობრივად ყველა სექტორს, გარდა სასტუმროებისა და ტურიზმის და ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების სექტორებისა. მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნების მიუხედავად, ეკონომისტების ნაწილი ამბობს, რომ ზრდის დიდი წილი კვლავ ისეთ დარგებზე მოდის, რომელიც მოსახლეობაზე შედარებით ნაკლებად აისახება, მათ შორისაა ICT დარგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები