კვლევითმა ორგანიზაციებმა უძრავი ქონების ბაზრის განახლებული მონაცემები გამოაქვეყნეს. თიბისი კაპიტალის მიმოხილვის თანახმად მარტში თბილისში ბინების ტრანზაქციების მაჩვენებელი 11%-ით შემცირდა. საანგარიშო პერიოდში დედაქალაქში სულ 2 971 ბინა გაიყიდა. 235$შშ-მდე, წლიურად 10%-ით შემცირდა ბაზრის მოცულობაც. მონაცემების კლების მიუხედავად 4%-ით გაიზარდა გასაყიდი ფასი და კვ.მ-ზე საშუალოდ 1 200$-ს გაუტოლდა. რაც შეეხება ქირის ღირებულებას, ბინების გასაქირავებელი ფასი წლიურად 10%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე 12 დოლარს გაუტოლდა.
თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები 10.5%-ზე შენარჩუნდა.დოკუმენტის მიხედვით, 2024 წლის მარტში მომხმარებლები ყველაზე მეტად 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინებს ყიდულობდნენ, რომელთა წილმაც გაყიდვებში 41% შეადგინა. 125-კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინების წილი კი 5% იყო. მაღალი საფასო სეგმენტის წილმა მთლიან ტრანზაქციებში 19%-ს მიაღწია, რაც 2023 წლის მარტის მაჩვენებელს 4 პროცენტული პუნქტით აღემატება.
სტუმარი: სალომე დეისაძე - “თიბისი კაპიტალის” უფროსი ასოცირებული მკვლევარი;