მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარტში წლიური ინფლაცია 4.3% იყო, მომდევნო თვეებში ფასების ზრდის დაჩქარებაა მოსალოდნელი;

მარტში წლიური ინფლაციის ტემპი 4.3 პროცენტამდე შენელდა, მაშინ როდესაც თებერვალში წლიურად ფასების საერთო დონე 4.6%-ით იყო გაზრდილი. თვიურად კი ინფლაციის დონემ 0.8% შეადგინა. მიუხედავად ტემპის შენელებისა, წლიურ ჭრილში სურსათზე ფასების ზრდა კვლავ მაღალ ნიშნულზე, 7.5%-ზე ნარჩუნდება და ყველაზე მეტად გაძვირებულ საქონელს შორის არაერთ სასურსათო პროდუქციაა. ეკონომისტები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ინფლაციის სტატისტიკაზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის, მათ შორის საწვავის გაძვირების ეფექტი სრულად ასახული არაა, შესაბამისად, მოლოდინია, რომ მომდევნო პერიოდში პროდუქტებზე ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდება. ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლა იქნება ელექტროენერგიის ტარიფის ზრდაც, რასაც უკვე ასახვა აპრილის ინფლაციაზე ექნება. როგორი იყო ტენდენციები მარტში და როგორია მოლოდინები ინფლაციასთან მიმართებაში მომდევნო პერიოდში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები