საქართველოს ეროვნული ბანკი დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
სტატისტიკის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2019 წლის პირველი აპრილისათვის 23.1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 209.4 მლნ ლარით, ანუ 0.9%–ით მეტია პირველი მარტისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1%–ით მეტი).
ეროვნული ბანკის ცნობით, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 157.4 მლნ ლარით, ანუ 1.6%–ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.5%–ით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 366.8 მლნ ლარით, ანუ 2.8%–ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.9%–ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 38.15% შეადგინა. პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.48 პროცენტული პუნქტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.46 პროცენტული პუნქტით).
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.6 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 7.3%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.7%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.2%, ხოლო ევროს წილმა 14.3% შეადგინა.

























