მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან "გაგრას" მიმდებარედ 8 აპრილს ჩამოშლილი ფერდის აღდგენისთვის მერიამ ორი გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა, რომელთა ჯამური ღირებულება 5 მილიონი ლარია.
"ქ. თბილისში, დიდუბის რაიონში, მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე რესტორან „გაგრა-“ს მიმდებარედ გააქტიურდა გეოდინამიკური პროცესები რის შედეგადაც დაზიანდა გზის დამჭერი საყრდენი კედელი, გზის სავალი ნაწილის პირველი ზოლი და დეფორმირებულია ფეხით მოსიარულეთა ტროტუარი", - წერს მერია.
მერია 300 000 ლარად საინჟინრო მომსახურებას შეისყიდის. ხოლო მეორე 4.7 მლნ ლარის ტენდერით საყრდენი კედლების და გზის შეკეთების სამუშაოებს ითვალისწინებს.
მერია წერს, რომ 1-დან 7 აპრილამდე მონაკვეთზე დაკვირვება მიმდინარეობდა. ამის შემდეგ 7 აპრილს უწყებამ გზა გადაკეტა. 8 აპრილს კი, ფერდი ჩაიშალა, როგორც მოსალოდნელი იყო.