მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მარცვლეულის გზით” უკრაინის პორტები ორასმა გემმა დატოვა

უკრაინა

მიმდინარე წლის 8 აგვისტოდან იუჟნის, ოდესისა და ჩერნომორსკის პორტებიდან 7 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთია ექსპორტირებული, საიდანაც თითქმის 5 მილიონი ტონა უკრაინელი ფერმერების პროდუქციაა - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე კუბრაკოვმა Facebook-ზე დაწერა.

მისი თქმით, უკრაინის საზღვაო ძალების მიერ დაწესებულ უკრაინულ დერეფანში უკრაინის პორტი 200-მა გემმა დატოვა, ხოლო 226 გემი შევიდა პორტებში.

„დღეს 31 გემი იტვირთება ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის პორტებში, რომელსაც 30 გემი მიჰყვება დერეფანს ორივე მიმართულებით“, - დასძინა კუბრაკოვმა.

ინფორმაციისთვის: უკრაინამ მოახერხა დიდი ოდესის პორტების ოპერირების განახლება მესამე მხარის მონაწილეობის გარეშე. უკრაინამ ოდესის პორტებიდან დროებითი მარშრუტებით გადაადგილებისთვის მას შემდეგ გახსნა რეგისტრაცია, რაც რუსეთი ცალმხრივად გამოვიდა შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმებიდან“. პირველი გემი, რომელმაც უკრაინის შავი ზღვის დერეფანი გამოიყენა რუსეთის ფედერაციის გასვლის შემდეგ, თურქეთში, სტამბოლში 18 აგვისტოს ჩავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები