მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარწყვის სასათბურე მეურნეობა "აგროსფეისი" იყიდება

აგროსფეისი

მარნეულში, სოფელ აზიზქენდში, დაახლოებით 2 მლნ ლარამდე ინვესტიციით დაფუძნებული, მარწყვის სასათბურე მეურნეობა „აგროსფეისი“იყიდება, - ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა ნუცა სალუქვაძემ BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"კომპანია გასხვისების პროცესშია, ამჟამად ჩვენი მთავარი გეგმა კომპანიის გაყიდვაა, გვქონდა სამომავლო გეგმები, თუმცა, ვინც იქნება ახალი მეპატრონე, ყველაფერს მას გადავაბარებთ. განვიხილავთ ბევრ ვარიანტს და ვაწარმოებთ რამდენიმე სახის მოლაპარაკებებს დაინტერესებულ პირებთან", - დასძინა მან, თუმცა კომპანიის გასხვისებასთან დაკავშირებით მეტ კითხვას არ უპასუხა, მათ შორის არც კომპანიის ღირებულებაზე და არც გაყიდვის მიზეზებზე.

ამასთან, ნუცა სალუქვაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის მოსავალი გასული წლის მოსავალზე უკეთესია.

"ყოველწლიურად 70-80 ტონა მარწყვის წარმოება შეგვიძლია, წინა წელს დაახლოებით 40-50 ტონა მარწყვი ვაწარმოვეთ, მიმდინარე წელს, ჩვენ ჯერ კიდევ კრეფის პროცესში ვართ და დაახლოებით დეკემბრის ბოლომდე ავიღებთ მოსავალს, შესაბამისად, წლის რაოდენობას ჯერჯერობით ვერ განვსაზღვრავთ, თუმცა, რაოდენობრივი კუთხით, წინა წელთან შედარებით უკეთესი ბევრად უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს", - თქვა მან.

ინფორმაციისთვის: "აგროსფეისი" 2020 წელს დაფუძნდა და ის ჯამში 3 ჰექტარს აერთიანებს, მარწყვის ბაღი ნახევარ ჰექტარს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ კომპანიას 15-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები