მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტვილის კანიონს და ოკაცეს ჩანჩქერს, ღამის საათებში, 30 000-მდე ვიზიტორი ეწვია - როგორ მუშაობს 3D განათებები

ოკაცე
BM. GE
26.08.23 10:15
108

12 ივნისიდან დღემდე, 3D განათებით აღჭურვილ მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერს, ღამის საათებში, 30 000-მდე ვიზიტორი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. 

"3D განათების სისტემები, საქართველოში პირველად, მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე დამონტაჟდა. 3D განათების სისტემით აღჭურვამ ვიზიტორებს საშუალება მისცა, ღამის საათებშიც იმოგზაურონ ულამაზეს დაცულ ტერიტორიებზე, რამაც მნახველების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა და ინტერესი განაპირობა.

აღსანიშნავია, რომ მარტვილის კანიონი და ოკაცეს ჩანჩქერი წლებია დიდი პოპულარობით სარგებლობს და გამოირჩევა ვიზიტორთა სიმრავლით. დაცული ტერიტორიების სააგენტო მუდმივად ზრუნავს, დაცულ ტერიტორიებზე დანერგოს სიახლეები, რათა მოგზაურობა კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდეს", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე ვიზიტი ყოველ დღე, 10:00 დან 00:00 საათამდეა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები