მარტვილის კანიონის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე 465 ათასი ლარი დაიხარჯება. დაცული ტერიტორიების სააგენტომ სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. კანიონის ტერიტორიაზე დაგეგმილია სანიტარული კვანძების რეაბილიტაცია, ელექტროგაყვანილობის სისტემის მოწესრიგება, ტურისტული ბილიკების შეკეთება და სამი საბავშვო მოედნის მოწყობა. კომპანიების მხიდან წინადადებების მიღების ვადა 30 მაისს იწურება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ტურისტული სეზონის პიკს ემთხვევა და ხელშეკრულების გამოფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს.

























