„მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და კონტაქტურია “, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე ადასტურებს. საუბარია მოქალაქეზე, რომელიც 20 ივნისს რუსთაველზე აქციაზე დაშავდა, სადაც პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
ამ დროისთვის, სტაციონარულ მკურნალობას კვლავ 6 პაციენტი განაგრძობს.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისინი სპეციალისტებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს.

























