მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტყოფში კაკლისა და ნიგვზის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდა - ინვესტიცია 3 მლნ ლარია

61783176dab3b
მარიამ იზორია
26.10.21 22:00
809
სოფელ მარტყოფში 3 მლნ ლარის ინვესტიციით კაკლისა და ნიგვზის გადამამუშავებელი საწარმო "ანიგოზი" ამოქმედდა. საწარმო ძირითადად ფერმერებისგან შესყიდულ ნედლეულზეა ორიენტირებული, თუმცა "ანიგოზი" საკუთარ ბაღებსაც ფლობს.

როგორც საწარმოს დამფუძნებელი ანა ქევხიშვილი bm.ge-სთან აღნიშნავს, პირველივე წელს 150-200 ტონა ნედლეულის გადამუშავება იგეგმება, რომლიდანაც 100 ტონა უკვე გადაამუშავეს.

„ჩვენი საწარმო ძირითადად ფერმერებისგან შესყიდულ კაკალზეა ორიენტირებული, დაინტერესება ძალიან მაღალია, რადგან კაკლის კომერციული ბაღების რაოდენობა დიდია. კაკლის მიღება ახლაც გრძელდება და მთავარი პირობაა, რომ ის მაქსიმუმ ორი დღის დაკრეფილი იყოს. ამაზე მეტი ხნის დაკრეფილ კაკალს საწარმო ვერ მიიღებს საერთაშორისო გადამუშავების სტანდარტების დაცვიდან გამომდინარე.

რაც შეეხება სარეალიზაციო ბაზარს, უპირველესად მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე შიდა ბაზარს მოვიცავთ, თუმცა ვცდილობთ საერთაშორისო ბაზრის მოკვლევას, როგორც ხარისხის ასევე ფასის ტენდენციის შესწავლას, რათა მზად ვიყოთ, რომ საერთაშორისო ბაზარს კონკურენტული პროდუქტი შევთავაზოთ“ - აცხადებს "ანიგოზის" დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები