მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარუაშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება

5d551efe1f034
BM.GE
15.08.19 12:59
916
ჩუღურეთის რაიონში, მარუაშვილი N50-ში 1900 კვადრატულ მეტრზე ასფალტის საფარის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში განმარტავენ, პროექტის ფარგლებში მოეწყობა ბორდიურები და ძველ, დაზიანებულ ასფალტს ახალი საფარი ჩაანაცვლებს.

მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო.

აღნიშნულ მისამართზე, მიმდინარე წელს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ სანიაღვრე ქსელი მოეწყო. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „გიში“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 67 000 ლარია.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები