მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მას შეუძლია განაგრძოს და გააჭიანუროს [ომი], მაგრამ მხოლოდ ამის გაკეთება შეუძლია“ - ზურაბიშვილი პუტინზე

პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთში მარტში დაგეგმილი არჩევნებით არაფერი იცვლება, რადგან რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არჩევნებს და ხელახალ არჩევას არ ელოდება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც ჟურნალისტმა მას ჰკითხა - როგორ გაიზრდებოდა პუტინის ძალისხმევა უკრაინაში მარტში მისი ხელახალი არჩევის შემდეგ.

სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ პუტინს ომი წაგებული აქვს, თუმცა ის უკრაინაში მიმდინარე ომს გააჭიანურებს.

„ვფიქრობ, ის [პუტინი], რაც შეუძლია ყველაფერს აძლიერებს. ის არ ელოდება ხელახლა არჩევას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ამ ომის წაგების პროცესში არაა. მან მრავალმხრივ წააგო, მას შეუძლია განაგრძოს და გააჭიანუროს [ომი], მაგრამ მხოლოდ ამის გაკეთება შეუძლია. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირისა და ამერიკის სენატის გადაწყვეტილებების შემდეგ, ვნახავთ კავშირის გაძლიერებულ ძალისხმევას უკრაინის მხარდასაჭერად, რადგან ეს საკუთარი თავის დახმარებაცაა. სწორედ ესაა, რაზეც დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა და ვფიქრობ, ეს ევროპის თითოეულ ქვეყანას უნდა ახსოვდეს", - განუცხადა Bloomberg-ს საქართველოს პრეზიდენტმა.