მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მასაჩუსეტში მამაკაცმა ლატარიაში $1 მილიონი მეორედ მოიგო

60e16665ad531
თათია კაკიაშვილი
05.07.21 00:10
557

მასაჩუსეტში სტეფან ტოტომ ლატარიის ბილეთი შეიძინა და მეორედ - 1 მილიონი დოლარის მფლობელი გახდა. ამის შესახებ CNN მასაჩუსეტსის შტატის ლატარიის კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

ტოტომ ლატარიის ბილეთი Gulf-ის ბენზინგასამართ სადგურზე მდებარე მარკეტში 30 დოლარად იყიდა და სულ ცოტა ხანში მილიონერი გახდა. სარგებლის გარეშე არც მაღაზია დარჩენილა - მისი მფლობელი გამარჯვებული ბილეთის გაყიდვის გამო 10.000 აშშ დოლარს მიიღებს.

რაც შეეხება სტეფან ტოტოს წინა მოგებას, ის 2017 წელს ასევე 1 მილიონი დოლარის მფლობელი გახდა იმავე მასაჩუსეტსის შტატის ლატარიის გათამაშებაში, თუმცა ტოტო ერთადერთი არაა, ვისაც ლატარიაში რამდენჯერმე გაუმართლა. მასაჩუსეტსის სახელმწიფო ლატარიის კომპანიის ინფორმაციით, მაიკლ როკამ 1 მილიონი დოლარი ჯერ - 2000 წელს, შემდეგ კი 2021 წლის მაისში მოიგო.