ბათუმში, მაშველებმა ნანგრევებიდან გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალია.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება. 10-15 ადამიანის ნანგრევებიდან ამოყვანის სამუშაოებში ასეულობით მაშველია ჩართული. ჯერჯერობით ორი ცოცხალი ადამიანის ამოყვანა მოხერხდა, ორივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.
ცნობისთვის, ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე 6-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დღეს დილით ჩამოინგრა. შსს-ს ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, კორპუსის ქვემოთ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. მესაკუთრე ახორციელებდა სამუშაოებს და შეიძლება ჩამონგრევის მიზეზი ეს გახდა, რასაც გამოძიება დაადგენს.