მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მასკი ორბიტაზე 1 მილიონ სატელიტს განალაგებს - SpaceX-მა ტრამპის ადმინისტრაციის თანხმობა მიიღო

xAI და SpaceX

აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ ილონ მასკის კომპანია SpaceX-ს ორბიტაზე ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილი 1 მილიონი თანამგზავრის გაშვების უფლება მისცა.

უწყების თავმჯდომარის, ბრენდან კარის განცხადებით, მზის ენერგიაზე მომუშავე Starmind-ის თანამგზავრული ქსელი ხელოვნურ ინტელექტში აშშ-ის ლიდერობას კიდევ უფრო განამტკიცებს. გადაწყვეტილებას თავად ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ზე უკვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს პროექტი აშშ-სა და მთელი მსოფლიოსთვის უდიდესი შენაძენი იქნება.

საინტერესო ფაქტია, რომ მარეგულირებლის დოკუმენტის მიხედვით, SpaceX-ის განაცხადის დაბლოკვას Amazon-ის შვილობილი Kuiper Systems-ი, კომპანია Viasat-ი და ამერიკის ასტრონომიული საზოგადოება ითხოვდნენ. როგორც ცნობილია, მარტში Amazon-მა Starmind-ის პროექტს არარეალური გეგმა უწოდა და განაცხადა, რომ ქსელის აგებას საუკუნეები დასჭირდებოდა.

ამ კრიტიკის საპასუხოდ, კარმა კომპანიას მოუწოდა, ყურადღება საკუთარი თანამგზავრების გაშვების გრაფიკში ჩამორჩენისთვის დაეთმო. პარალელურად, ასტროფიზიკოსმა ადამ ბეკერმა განაცხადა, რომ პროექტი ღამის ცას დააბინძურებდა და კოსმოსური ნარჩენების ჯაჭვური შეჯახების სერიოზულ რისკს შექმნიდა.

ორგანიზაცია Earthjustice-ის უფროსმა იურისტმა, იან ჰასელმანმა კი კომისია გადაწყვეტილების გარემოსდაცვითი შეფასების გარეშე მიღების გამო გააკრიტიკა. თუმცა მარეგულირებელმა განმარტა, რომ გარემოსდაცვითი და ოპტიკური ასტრონომიის საკითხები მის უფლებამოსილებას სცდება.

ცნობისთვის, ორბიტალური მონაცემთა ცენტრების შექმნაზე სხვა ტექნოლოგიური კომპანიებიც მუშაობენ, მათ შორის Google-მა გასულ წელს Project Suncatcher-ი წარადგინა და პირველი ჩიპები კოსმოსში ოქტომბერში გაუშვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები