მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მასკი უარყოფს, რომ SpaceX-ის შეფასებამ $800 მილიარდს მიაღწია

SpaceX / ილონ მასკი

ილონ მასკის განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ SpaceX-ის შეფასებამ რეკორდულ $800 მილიარდს მიაღწია, არ შეესაბამება სიმართლეს.

როგორც სტარტაპის ხელმძღვანელი ამბობს, SpaceX სწრაფი ტემპით იზრდება, სტაბილურად აგენერირებს შემოსავალს და გაფართოებასაც აპირებს, თუმცა მომდევნო საინვესტიციო რაუნდის $800-მილიარდიანი შეფასებით გამართვა არ არის დაგეგმილი და ის ისევ $350 მილიარდზე რჩება.

უნდა აღინიშნოს, რომ საპირისპირო ცნობებს ავრცელებენ ავტორიტეტული გამოცემები, რომელთაც SpaceX-ის კერძო ინვესტორები უდასტურებენ, რომ მომდევნო რაუნდი სწორედ $800-მილიარდიანი შეფასებით გაიმართება.

თუ ეს ინფორმაცია დადასტურება, მაშინ SpaceX პლანეტის უმსხვილესი სტარტაპის სტატუსს დაიბრუნებს, რომელიც მას ცოტა ხნის წინ OpenAI-მ წაართვა $500-მილიარდიანი შეფასებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები