Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის ილონ მასკის მორიგი კომენტარის შემდეგ Dogecoin-ის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულს აღწევს. კრიპტოვალუტის ღირებულება თითქმის 100%-ით გაიზარდა და $0.298 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ცოტა ხნის წინ ილონ მასკმა Twitter-ის გვერდზე შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა „ძაღლი მთვარეს უყეფს“ და თან დაურთო ესპანელი მხატვრის ჟოან მიროს მიერ შესრულებული ნახატი.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კრიპტოვალუტების გულშემატკივარმა ილონ მასკმა Dogecoin-ი საკუთარ პოსტებში მოიხსენია. Dogecoin-ის (DOGE) ღირებულებამ თებერვალში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია მას შემდეგ, რაც მასკმა ყურადღება გაამახვილა DOGE-ზე და დაწერა, რომ „DOGE-ი ხალხის კრიპტოვალუტაა“.