აშშ-ის შეიარაღებული ძალების კოსმოსურ განშტოებასა და SpaceX-ს შორის კონტრაქტი გაფორმდა, რომელიც ილონ მასკის კომპანიას სამთავრობო საკომუნიკაციო სატელიტთა თანავარსკვლავედის, საიდუმლო Milnet Satcom-ის ქსელის შექმნას ავალდებულებს.
Milnet-ი 480 სატელიტისაგან შემდგარი ქსელია, რომელიც დედამიწის ორბიტაზე ეშვება და აშშ-ის სამხედრო ძალებს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. პროექტი აღიწერება, როგორც "ჰიბრიდული ბადის ქსელი" ცენტრალური საკომუნიკაციო კვანძების გარეშე, რომელიც Starlink-ის კომერციულ თანამგზავრებს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თანამგზავრებთან აკავშირებს და მათ შორის პირდაპირ კომუნიკაციას უზრუნველყოფს.
Milnet-ის სატელიტები მთავრობის მფლობელობაში დარჩება, მათ ოპერირებას კი SpaceX უზრუნველყოფს, როგორც კონტრაქტორი კომპანია. პროგრამის ძირითადი დეტალები გასაიდუმლოებულია, მათ შორისაა ახალი ქსელის დაფარვის არეალიც. თუმცა აშკარაა, რომ მასკის კომპანიის შემოქმედებას აშშ-ისთვის სტრატეგიული ინტერესის მქონე რეგიონებში, ჩრდ. ამერიკაში, ევროპასა და შუა აღმოსავლეთში ვიხილავთ.
Milnet Satcom-ის განვითარებისთვის აშშ-ის კოსმოსური ძალების 2026 წლის ბიუჯეტიდან $277 მილიონი უნდა გამოიყოს. ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის დეპარტამენტი 2026 წელს კოსმოსის განვითარების სააგენტოს ტრანშის 3 სატრანსპორტო ფენის დაფინანსებას აჩერებს, სწორედ ამ პროგრამას ჩაანაცვლებს Milnet-ის ქსელი.




























