მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მასკის თქმით, DOGE-ის გამო ბიზნესების მართვა უჭირს

ტრამპი / მასკი

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, რომელიც, ბოლო დროს, პოლიტიკას და ბიზნესს შორის აღმოჩნდა, როგორც ჩანს, საკუთარ თავზე აღებულ მოვალეობებს სრულყოფილი ეფექტიანობით ვერ უმკლავდება.

როგორც ილონ მასკმა Fox-თან განაცხადა, სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის მართვა იმდენად შრომატევადია, რომ ბიზნესების მართვა მისთვის ძალიან რთული გახდა. როგორც ჩანს, სააგენტოში მილიარდერი კიდევ ერთი წელი დარჩება, რა დროსაც თანამშრომელთა რაოდენობა გაორმაგდება.

როგორც ილონ მასკი ამბობს, სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი საკუთარ მანდატს კეთილსინდისიერად ასრულებს და აშშ-ის ფედერალური ხელისუფლების დანახარჯებს დღეში $4 მილიარდით ამცირებს. მისივე თქმით, თუ DOGE-ი მუშაობას გააგრძელებს, საბოლოო ჯამში, ბიუჯეტის მიერ დაზოგილი თანხა $1 ტრილიონამდე გაიზრდება. ამ თანხის უდიდესი ნაწილი ფედერალურ მუშაკებზე მოდის, რომელთა რიცხვი იანვარში 10,000-ით შემცირდა და მომავალში, სავარაუდოდ, სამსახურიდან კიდევ უფრო მეტ ადამიანს დაითხოვენ.

მას შემდეგ, რაც ილონ მასკი პოლიტიკაში ჩაერთო, მილიარდერის კომპანიების ჯანმრთელობის მდგომარეობა უარყოფითისკენ შეიცვალა. თავდაპირველად, მართალია, ილონ მასკის კომპანიების, ისევე, როგორც ზოგადად საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიების ფასებმა მკვეთრად იმატა, მაგრამ მას შემდეგ ვითარება კარდინალურად შეიცვალა, ხოლო ილონ მასკის მთავარი აქტივი, ამერიკული TESLA მკვეთრად გაუფასურდა. 2024 წლის დეკემბერში დაფიქსირებული პიკის შემდეგ, კომპანიის აქციების ფასმა 50%-ზე მეტად იკლო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები