მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მასკს სურს, SpaceX-ის დაგეგმილი IPO-სთვის აქციების ორკლასიანი სტრუქტურა დანერგოს

ილონი / SpaceX

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კოსმოსური და ხელოვნური ინტელექტის კომპანია SpaceX-ი წლის ბოლოსთვის დაანონსებული IPO-ს ფარგლებში 2-კლასიანი აქციების სტრუქტურის შექმნას გეგმავს.

კერძოდ, როცა $1.25 ტრილიონად შეფასებული სტარტაპი საფონდო ბირჟაზე ოფიციალურად გამოჩნდება და საჯარო კომპანიად გადაიქცევა, თავად მასკი და თავდაპირველი ინვესტორები პირველი კლასის აქციებს მიიღებენ, რაც გულისხმობს რომ მათ ერთ აქციას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უფრო მეტი ძალა ექნება, ვიდრე რიგითი ინვესტორის აქციას.

ეს მეთოდი კორპორაციულ სექტორში კარგად აპრობირებულია და ის გამოიყენება მაშინ, როცა დამფუძნებლებსა და თავდაპირველ ინვესტორებს კომპანიის განვითარებაზე გავლენების შენარჩუნება სურთ. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მსგავსი კლასობრივი მიდგომა SpaceX-ის მსგავსი პერსპექტიული ტექნოლოგიური კომპანიის მიმართ ინტერესს გარკვეულწილად შეამცირებს და საბაზრო კაპიტალიზაციის გაზრდას შეაფერხებს. კონკრეტულად, რადგან ინვესტორებს არ ექნებათ გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის ისეთი ბერკეტები, როგორებსაც ტრადიციულ კომპანიებში ვხვდებით, ისინი თავს შეიკავებენ თანხის დაბანდებისაგან. ხოლო ისინი, ვინც აქციებს იყიდიან, პასიურ აქტორებად ჩამოყალიბდებიან და მასკისა და მისი გარემოცვის წესებით თამაში მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი მიდგომის დანერგვა მილიარდერს მის მეორე წარმატებულ კომპანია Tesla-შიც სურდა, თუმცა ვერ მოახერხა და დღემდე აქტიურად ითხოვს, რომ პირადად მის წილს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი 25%-იანი ძალა ჰქონდეს, ანუ ჰქონდეს მეტი გავლენა ელექტრომობილების ინდუსტრიის გიგანტის განვითარებაზე. არსებული ინფორმაციით, მასკი და მისი კერძო კომპანიის ინვესტორები მოელიან, რომ საფონდო ბირჟაზე გასვლით $250 მილიარდს მოიზიდავენ, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი $1.5 ტრილიონამდე გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები