Young Global Leaders-ის ქართველი ლიდერების საქართველსო ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნინო ზამბახიძის, "Adjara Group Hospitality"-ს გენერალური დირექტორის ვალერი ჩეხერიას და “ქობალია კონსტრაქშენის” დამფუძნებლის ვერა ქობალიას ორგანიზაებით დეკემბერში პირველი ფორუმი გაიმართება.
„ ეს ღონისძიება იქნება ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობა, გაჩნდებიან ახალი ტურისტები, ძალიან ბევრი ადამიანი გაიცნობს ქვეყანას, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ არჩეული ლიდერი და ერთგვარად თავისი ქვეყნის “ელჩია”. - ამბობს ვალერი ჩეხერია “საქმიანი დილას” ეთერში სტუმრობისას.
“საქართველოს უფრო ადამიანი უნდა იცნობდეს“, - აღნიშნავს ნინო ზამბახიძე და განმარტავს, რომ გეგმავენ ახალგაზრდა გლობალური ლიდერების ვიზიტს საქართველოში, რომლებიც მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან იქნებიან წარმოდგენილი და ეს იქნება ერთგვარი ფორუმი და გარკვეულწილად გაგრძელება კამპანიისა “აღმოაჩინე საქართველო”.
“საქართველო მასპინძლობის დიდი ტრადიციის მატარებელია და ეს კარგად გამოგვდის, თუმცა აქ არ იგულისხმება მასპინძლობა მხოლოდ ტურისტულად ან სასტუმრო ბიზნესში. ამ პროექტში, ჩვენ მოვიაზრებთ ყველაფერს. საქართველო იქნება მასპინძელი ფორუმებისთვის, ბიზნესებისთვის, ინვესტიციებისთვის, სხვა და სხვა მიმართულებით. “- ამბობს ნინო ზამბახიძე და განმარტავს, რომ გეგმავენ შექმნან კლუბური გაერთიანება, რომელშიც გაწევრიანდება ყველა ის ადამიანი ვინც აქამდე ან ამ დროს საქართველსო ფარგლებს გარეთ იღებს განათლებას თუ მუშაობს.

























