მანქანების მწარმოებელ გერმანულ კომპანია Porsche–ში პოლიციელებმა მასშტაბური ჩხრეკა ჩაატარეს.
გერმანული მედიის ცნობით, Porsche-ს სათავო ოფისებში, რომლებიც ქალაქ შტუტგარტსა და ვეისახში მდებარეობს, 176 პოლიციელი, ფინანსური ინსპექციის წარმომადგენელი და ბადენ-ვიუტემბერგის მიწის 10 პროკურორი მოულოდნელად მივიდნენ და მასობრივი შემოწმება ჩაატარეს.
გერმანულ გაზეთ SPIEGEL-ის ცნობით, ძიების მიზეზი კომპანიის მხრიდან გადასახადებისათვის თავის არიდებაა. ამ ეტაპისთვის, 6 აღმასრულებელი პირი საეჭვო ქმედებებშია შემჩნეული და ფაქტზე გამოძიება გრძელდება.
თავის მხრივ, ჩხრეკის შესახებ ინფრომაცია დაადასტურეს Porsche-შიც. კონცერნში განმარტავენ, რომ სამართალდამცველებმა დოკუმენტაცია შეამოწმეს და თან წაიღეს. სხვა დეტალების დაკონკრეტებისგან გერმანული ავტომწარმოებელი კომპანია თავს იკავებს.

























